logo
ENG



ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისი დაასახელა

12 აგვ 202000:57
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად კალიფორნიის შტატის სენატორი კამალა ჰარისი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC NEWS ავრცელებს. 

იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, 55 წლის კამალა ჰარისი ამერიკის ისტორიაში არა მარტო პირველი ვიცე-პრეზიდენტი, არამედ ამ თანამდებობაზე პირველი ფერადკანიანი ქალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ კალიფორნიის შტატის სენატორი კამალა ჰარისი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს, დემოკრატთა წინასაარჩევნო მარათონში ბაიდენის ოპონენტი იყო, თუმცა არჩევნებს დეკემბერში გამოეთიშა.

კამალა ჰარისი კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში დაიბადა. დაამთავრა ჰარვარდის, შემდეგ კი კალიფორნიის უნივერსიტეტი. სენატორად არჩევამდე, ჰარისი კალიფორნიის გენერალურ პროკურორად ორჯერ აირჩიეს, ჯერ 2010 წელს და მოგვიანებით, 2014-ში. პროფესიით იურისტი კამალა ჰარისი, შეერთებული შტატების სენატში პირველად 2017 წელს აირჩიეს. 


close დახურვა