logo
ENG



ბაიდენმა ზელენსკისთან შეხვედრისას თქვა, რომ აშშ უკრაინას დამატებით $200 მილიონს გამოუყოფს

13 დეკ 202300:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/13/58nhl6npr75e8pr.jpg

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

უკრაინული მედია წერს, რომ ჯო ბაიდენმა ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის 200 მილიონ დოლარს გამოყოფს.

ბაიდენის თქმით, უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას, დამატებითი დეტალები კი დახმარებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა. მათ წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ზელენსკიმ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საუბარია 60 მილიარდის პაკეტზე, რომელიც გასულ კვირას რესპუბლიკელებმა დაბლოკეს და მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ, მოითხოვეს საემიგრაციო რეფორმის გატარება თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შესამცირებლად.

კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე პირდაპირ მიანიშნა რესპუბლიკელ კანონმდებლებს, რომ კაპიტოლიუმში გადაწყვეტილებების მიღების შეფერხებით კმაყოფილი მხოლოდ პუტინი რჩება.


close დახურვა