აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის $40 მილიარდი დოლარის დახმარებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
აღნიშნული თანხა ამერიკის მხრიდან დახმარების ყველაზე მსხვილი პაკეტია მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
კანონპროექტი, რომელიც მომავალი ხუთი თვის განმავლობაში უკრაინის დახმარებას გულისხმობს, მოიცავს მათ შორის 6 მილიარდი დოლარის ჯავშანტექნიკასა და საჰაერო თავდაცვას.
ამჟამად ბაიდენი აზიაში ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში სამხრეთ კორეაში იმყოფება. სეულში სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში საერთაშორისო პრინციპების ხელყოფა იყო.