აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ახალ, 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, მიზნად რუსული საარტილერიო შეტევების წინაშე მყოფი უკრაინის გაძლიერებას ისახავს.
პაკეტი მოიცავს დამატებით 4 HIMARS-ს - მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას და შესაბამის აღჭურვილობას. შეიარაღების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინას ასევე გადაეცემა მასალა ჰაუბიცების საარტილერიო სისტემებისთვის -155 მმ-იანი ჭურვები 1 000 შეკვრას.
HIMARS მაღალტექნოლოგიური, მსუბუქი რაკეტის გამშვებია, რომელიც ბორბლებზეა დამონტაჟებული, რაც მას ბრძოლის ველზე მეტ სისწრაფესა და მანევრირების შესაძლებლობას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ ჯამში უკრაინაში ომის დაწყებიდან აშშ-მ უკრაინას 12 HIMARS სისტემა გადასცა. დაპირებული 8 HIMARS სისტემა აშშ-დან უკრაინაში უკვე ჩავიდა. ამერიკის ძალებმა, გარდა ამისა აშშ-ის ძალებმა 100 უკრაინელი მებრძოლი გაწვრთნეს ამ სისტემის გამოყენებაზე.
აშშ-მ უკრაინისთვის სარაკეტო იარაღის გადაცემა გასულ თვეში, მას შემდეგ დაიწყო, რაც კიევისგან მიიღო გარანტია, რომ უკრაინა იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე შეტევისთვის არ გამოიყენებდა.
უახლესი სამხედრო დახმარების ჩათვლით, აშშ-მ ჯამში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის დასახმარებლად 7.3 მილიარდი დოლარი გამოყო.