logo
ENG



ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ავარიულად გაჩერდა, მგზავრები 2 საათის შემდეგ ჩამოიყვანეს

07 თებ 202210:08
3 წუთის საკითხავი
clock 1019

6 თებერვალს ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ავარიულად გაჩერდა.

საბაგიროზე მყოფი 30-მდე დამსვენებელი ევაკუაციას 2 საათის განმავლობაში უცდიდა. 

დამსვენებლების თქმით, მათთვის არავის განუმარტავს, რა მოხდა და როდის შეძლებდნენ მათ დახმარებას.

მათი განცხადებით, მაშველები მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც მოქალაქეებმა 112-ზე დარეკეს.

ბაკურიანში ამბობენ, რომ მიტარბის საბაგირო წინა დღითაც ხარვეზებით მუშაობდა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განმარტავენ, რომ საბაგიროს ავარიულად გაჩერება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია; 

ამ დროს ელექტროდეტალი დაზიანდა, რასაც საბაგიროს ბლოკირება მოჰყვა.

კომპანიის დირექტორის მოადგილის, თაზო გამცემლიძის თქმით, ევაკუაცია სტანდარტების მიხედვით, 2 საათში მოხდა. ამასთან, მისი განცხადებით, ძნელი სათქმელია, ძაბვის ვარდნა შიდა მიზეზების გამო მოხდა თუ ენერგო პროს მიზეზით. 

როდის ამუშავდება საბაგირო, ჯერჯერობით უცნობია. 

საბაგიროს გამორთვის მიზეზებს ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტი შეისწავლის. ინსპექცია მთის კურორტების განვითარების კომპანიაში შევა. 


close დახურვა