logo
ENG



ბანგლადეშში მეხის დაცემის შედეგად ქორწილში მიმავალი 17 პირი დაიღუპა

04 აგვ 202123:50
3 წუთის საკითხავი
 
ბანგლადეშში მეხის დაცემის შედეგად ქორწილში მიმავალი 17 პირი დაიღუპა

ბანგლადეშში მეხის დაცემის შედეგად ქორწილში მიმავალი სულ მცირე 17 სტუმარი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე პირი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. შემთხვევა ბანგლადეშის დასავლეთ, შიბგანჯიში მოხდა.

პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ აღნიშნული ჯგუფი ნავიდან გადმოდიოდა და პატარძლის სახლისკენ მიემართებოდა, როდესაც მეხი დაეცათ. დაშავებულებს შორის არის საქმროც. 

როგორც Reuters წერს, ყოველწლიურად მეხის დაცემის შედეგად ბანგლადეშში ასობით ადამიანი იღუპება. 2016 წელს მეხის დაცემა სტიქიურ უბედურებად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც მხოლოდ მაისში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, აქედან 82 - ერთ დღეს.


close დახურვა