საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3.49-დან 3.57 ლარამდე მერყეობს, ევროს ფასი კი, 3.77 -3.95 ლარია.
„საქართველოს ბანკის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1 აშშ დოლარის შეძენა 3.5470 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი, 3.4030 ლარად. ევროს ყიდვა 3.8580 ლარად შეგეძლებათ, ხოლო გაყიდვა - 3.6630 ლარად.
„თიბისი ბანკში“ ერთი აშშ დოლარის ფასი 3.5200 ლარია, მისი ჩაბარების შემთხვევაში კი, 3.4200 ლარს მიიღებს. 1 ევრო 3.8150 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 3.6950 ლარად შეგიძლიათ.
„პროკრედიტ ბანკში“ 1 დოლარი 3.5600 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 3.3600 ლარად არის შესაძლებელი. 1 ევრო 3.9010 ლარი ღირს, გაყიდვის შემთხვევაში კი, 3.6000 ლარს მიიღებთ.
„ბაზის ბანკში“ 1 დოლარი 3.57 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 3.31 ლარად არის შესაძლებელი. ევრო 3.953 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი, 3.499 ლარად შეგიძლიათ.
„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 3,5600 ლარს შეადგენს, ხოლო მისი გაყიდვის შემთხვევაში, 3,4100 ლარს მიიღებთ. ევრო 3,8710 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვა 3,6590 ლარად არის შესაძლებელი.
„ტერაბანკში“ დოლარის ფასი 3.5450 ლარია, მისი გაყიდვა კი, 3.4050 ლარად შეგიძლიათ. ევროს ყიდვა 3.8790 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა 3.6430 ლარად.
„ფინკა ბანკში“ 1 დოლარი 3.4900 ლარი ღირს, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი, 3.4000 ლარს მიიღებთ. რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ყიდვა 3.7710 ლარად შეგეძლებათ, გაყიდვა 3.6710 ლარად.
რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ღირებულება 3.53-3.63 ლარია, ევრო კი, 3.84-3.99 ლარი ღირს.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 3.4494 ლარი ეღირება, ხოლო ევრო 3.7436 ლარი.