logo
ENG



ბარამიძე: პროტესტი გამოწვეულია ივანიშვილის ბოლო დროინდელი უტიფარი ქმედებებიდან

18 ნოე 201908:05
3 წუთის საკითხავი
 
99ydo02wg67fnhi.png

გასულმა ღამემ პარლამენტთან მშვიდად, ინცინდენტების გარეშე ჩაიარა. აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილების ქუჩებზე, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან, ქვიშით სავსე ტომრებით ბარიკადები გააკეთეს, დაანთეს ცეცხლი. ასევე, ადგილზე მიიტანეს საკვებიც. პოლიციის მხრიდან რაიმე წინააღმდეგობას ღამის განმავლობაშია დგილი არ ჰქონია, თუმცა სამართალდამცველები ადგილზე მობილიზებულები ამ დრომდე არიან.

„ღამემ ამ მომენტამდე მშვიდობიანად ჩაიარა რაიმე ზედმეტი ექსცესების გარეშე და ჩვენ ასე ვაპირებთ რომ მშვიდობიანად გავაგრძელოთ ჩვენი პროტესტი, რომელიც არის არაძალადობრივი კონსტიიტუციით განსაზღვრული. ბუნებრივია რადიკალური ფორმაა, რადგანაც ითვალისწინებს პიკეტირებას საქართველოს პარლამენტის და ეს გასაკვირი არც არის იმ საზოგადოებრივი აღშფოთებიდან გამომდინარე, რაც გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის არამარტო მთელი ამ 7-წლიანი მავნებლური ქმედებებიდან, რომელმაც ჩვენი ქვეყნიდან უკან დახია, არამედ ბოლო დროს განხორციელებული უტიფარი ქმედებებიდან“,-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 


close დახურვა