პარიზში გამობრძანდა ბატონი ღარიბაშვილი და ისაუბრა, რომ თითქოს საქართველოში არის კონფლიქტები. არა კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის, არამედ ის ფორმულა დაასახელა, რაც მთელი წლების განმავლობაში, არის რუსეთის მიზანი, რომ დაამკვიდროს, რომ საქართველოში ყოფილა კონფლიქტები, თურმე საქართველოს კონფლიქტი კი არ აქვს რუსეთთან, არამედ, ჩვენ გვაქვს კონფლიქტები ცხინვალთან და აფხაზეთთან.
ეს არის სწორედ ის ღალატი და ის მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება, რომ თითქოს ჩვენ კონფლიქტი რუსეთთან კი არ გვაქვს, რომ ჩვენ თავი უნდა ჩავრგოთ სილაში და ვილაპარაკოთ, რაც სჭირდება რუსეთს. და თუ ამას ვილაპარაკებთ, ეს ყოფილა წარმატების საფუძველი და სტრატეგიული მოთმინება.
ეს სტრატეგიული მოთმინება კი არ არის, ეს არის სტრატეგიული ღალატის პოლიტიკა.