logo
ENG



ბარკალაია: წლის ბოლომდე კოჯრის ბავშვთა სახლი დაიხურება

21 ივნ 202117:04
3 წუთის საკითხავი
clock 1533
ბარკალაია: წლის ბოლომდე კოჯრის ბავშვთა სახლი დაიხურება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ამბობს, რომ წლის ბოლომდე კოჯრის ბავშვთა სახლი დაიხურება. 

მისი განცხადებით, უკვე მიმდინარეობს 3 ალტერნატიული სახლის რემონტი, სადაც კოჯრის დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვები გადავლენ. 

"კოჯრის ბავშვთა სახლი, ისევე როგორც ყველა დიდი ზომის დაწესებულება დეინსტიტუციონალიზაციას ექვემდებარება. წლის ბოლოს საერთოდ ვხურავთ კოჯრის ბავშვთა სახლს. უკვე მიმდინარეობს 3 ალტერნატიული სახლის რემონტი იმ ბავშვებისათვის, რომლებიც დღეს კოჯორში იმყოფებიან.

ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი, ისევე როგორც შს სამინისტრო კვლევას აგრძელებს. ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის, ასეთი კონკრეტული შემთხვევები ბავშვებზე ძალადობის. თუმცა, მუშაობს ჩვენგან აქტიურად მუშაობს შიდა მონიტორინგის, ისევე სხვა სპეციალისტები, რომ გამჭვირვალე იყოს ბავშვებთან მუშაობა". - თქვა თამარ ბარკალაიამ

დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის და კანონმდებლობის შესაბამისად, 2022 წლის 1-ლ აპრილამდე დიდი ინსტიტუციები უნდა დაიხუროს და შეიქმნას მცირე, საოჯახო ტიპის დაწესებულებები. 

დეინსტიტუციონალიზაცია უნდა შეეხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა, რეზიდენტული ზრუნვის ეტაპობრივ ჩანაცვლებას მინდობით აღზრდის და სხვა ოჯახზე და თემზე დაფუძნებული ზრუნვის სერვისებით. 


close დახურვა