ბასილ კობახიძე დეკანოზ შალვა კეკელიას დაპატიმრებას მოითხოვს - ყოფილი მღვდელმსახურის განცხადებით, მამა შალვა კეკელია მრევლს სუიციდისკენ მოუწოდებს.
ბასილ კობახიძემ სოციალურ ქსელში დეკანოზ შალვა კეკელიას ვიდეო გაავრცელა და წერს, რომ დეკანოზი სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებს.
„მოვითხოვ, პოლიციამ დააპატიმროს დეკანოზი შალვა კეკელია, ის თავის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ღმერთის სასჯელით აშინებს ხალხს და მოუწოდებს კოლექტიური თვითმკვლელობისკენ", - წერს ბასილ კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ შალვა კეკელიას ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა - ვიდეოში ის მოუწოდებს მრევლს, მივიდნენ სააღდგომო ლიტურგიაზე.