თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში მეუფე იაკობის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ იაკობს პირადად მასთან ექნება საქმე.
„მე ვაცხადებ საჯაროდ რომ ეს იაკობი ვერ გადამირჩება, ამას მე პირადად მივწვდები. ამას პირადად ჩემთანა აქვს საქმე უკვე“, - წერს კობახიძე.
"სჯობს ისა დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს", - ასე უპასუხა მეუფე იაკობმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს არ დაიცავენ, "საქართველოში კუბოებს ვეღარ დავითვლით".
შეგახსენებთ, გუშინ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველო დიდი საშიშროების წინაშეა და მრევლს მოუწოდა, ეკლესიაში არ მივიდეს.