გაერთიანებული ოპოზიცია დღეს რუსთაველზე, პარლამენტთან ცესკოს ადმინისტრაციის გადადგომისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეიკრიბა.
აქციაზე გამოსვლისას მოქალაქეებს სიტყვით მიმართა ევროპული საქართველოს წევრმა, დავით ბაქრაძემ და განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, არჩევნების გაყალბებით ქვეყნის მომავალი დაანგრია.