logo
ENG



ბაქრაძე კონგრესის შესწორებაზე: ეს კონგრესში ქართული ოცნების უმძიმეს რეპუტაციაზე მიანიშნებს

06 აგვ 202014:38
3 წუთის საკითხავი
 
d3i4sp9jrz8qps1.png

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ შესწორების შეტანას თავდაცვის აქტში აფასებს, როგორც "ხელისუფლების გაფრთხილებას". მისი თქმით, ეს დოკუმენტი აშშ-ის კონგრესის ოფიციალური პოზიციაა.

"ეს არის გაფრთხილება ხელისუფლებისთვის და მხარდაჭერა ოპოზიციისთვის და თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც მიიჩნევს, რომ უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. ეს ცალსახად მიანიშნებს ქართული ოცნების უმძიმეს რეპუტაციაზე კონგრესში", - ამბობს ბაქრაძე.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 295 ხმით 125 ის წინააღმდეგ შესწორება შეიტანა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) H.R. 6395), რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების და საარჩევნო რეფორმის განხორციელების მონიტორინგს ითვალისწინებს.

კონგრესის დავალებით, სახელმწიფო მდივანმა შესაბამის კომიტეტებს უნდა მოახსენოს, დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის განსახორციელებლად, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მედიის თავისუფლების ხელშესაწყობად და  პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დასაცავად.

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს მიმართ მსგავსი ჩანაწერი ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი ურთიერთობის განმავლობაში პირველად გაჩნდა. 


close დახურვა