გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რუსეთის ექსპერტების ლუგარის ლაბორატორიაში ჩამოყვანა, ქვეყნის თავმოყვარეობას შელახავს.
ბაქრაძის განცხადებით, ეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაა.
„სამხედრო ბაზა რომ იყოს ხვალ შეერთებული შტატების აშენებული, აგერ კრწანისში ძალიან კარგი. რუსეთი უნდა ჩამოვუშვათ და ვამოწმებინოთ რა აგვიშენა ამერიკამ? ეს ხომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაა. პრემიერ მინისტრსაც, მთავრობასაც, საგარეო საქმეთა მინისტრასც ასეთ სიტუაციაში უნდა ჰქონდეს თავმოყვარეობა და მკაფიოდ თქვას, რომ არაფერი არ ხდება. თუ მაინც თემა აიწია საერთაშორისო ექსპერტები უნდა ჩამოიყვანო და აჩვენო, მაგრამ რუსეთის ექსპერტი აქ არ უნდა ჩამოიყვანო“, - განაცხადა ბაქრაძემ.