logo
ENG



ბაქრაძე უგულავასა და გაბაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: მომხდარზე პასუხისმგებელია ხელისუფლება

11 დეკ 201914:37
3 წუთის საკითხავი
 
bncebvocpcu9voc.jpg

"ევროპული საქართველოს" ლიდერები მათ თანაგუნდელებზე თავდასხმას ეხმაურებიან და მომხდარზე პასუხისმგებლობას ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლებას აკისრებენ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილია ოპოზიციის წინააღმდე აგრესიული გარემო და მოქმედებს დაუსჯელობის სინდრომი იმ პირებზე, ვინც თავს ესხმიან თავისუფალ დემონსტრანტებსა და ოპოზიციის წევრებს.  

"მიგვაჩნია, რომ ეს თავდასხმა არის გაგრძელება და შედეგი იმ ძალადობრივი კლიმატის, რომელიც შექმნა "ქართულმა ოცნებამ" დღეს. იმ ძალადობრივი კლიმატის, როდესაც ყველა ვხედავთ ხელისუფლების ძალადობრივი ჯგუფების მიგზავნას ე.წ. კონტრ-აქციებს ოპოზციის წინააღმდეგ, როდესაც ყველა ვხედავთ წლების განმავლობაში დაუსჯელ ძალადობას ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, ეს ხდება იმ ფონზე როდესაც არსებობს მკაფიო კონტრასტი, როდესაც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსულებს აპატიმრებენ ნებისმიერი საბაბით და არ აპატიმრებენ მოძალადებს, ვინც ფიზიკურად ძალადობს კამერების წინ მშვიდობიან მოქალაქეებზე. მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებლად იმისა, ეს ადამიანები მიგზავნილები იყვნენ თუ თავისი ნებით მოქმედებდნენ, პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელსაც შექმნა დაუსჯელობის, ძალადობის და ოპოზიციის წინააღმდეგ აგრესიის კლიმატი",-აცხადებს დავით ბაქრაძე.


close დახურვა