logo
ENG



ბაქრაძე შეწყალებაზე: ეს გადაწყვეტილება არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი

15 მაი 202021:13
3 წუთის საკითხავი
 

 

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დავით ბაქრაძე, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ გიგუი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის ვინაიდან მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მნიშვნელოვნად ძაბავს და ურევს ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას.

„რა თქმა უნდა ძალიან კარგი დღეა, არა იმიტომ რომ ჩვენი თანამებრძოლები ტოვებენ საპატიმროს. კარგი დღეა ქვეყნისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, პირველ რიგში საქართველოსთვის. იმიტომ რომ ვისაც უნდა ამ ქვეყანაში სტაბილურობა, სიმშვიდე, ვისაც უნდა ამ ქვეყანაში დემოკრატიის და საარჩევნო პროცესის ნორმალური განვითარება, ნებისმიერი ასეთი ადამიანისთვის პოლიტიკური დევნა არის ძალიან სერიოზული მომწამვლელი ფაქტორი, რომელიც ძაბავს და ურევს ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას, ამიტომ ამ საკითხის გადაწყვეტისკენ ნებისმიერი ნაბიჯი ეს არის ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გადადგმული ნაბიჯი“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება თავად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.


 


close დახურვა