ბაღდადში საფრანგეთის 3 მოქალაქე და ერთი ერაყელი გაუჩინარდა.
დაკარგულები ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები არიან. გავრცელებული ცნობით, მათი ბედი უკვე 5 დღეა უცნობია.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თანამშრომლები ბაღდადში ადმინისტრაციული პროცედურისთვის გაემგზავრნენ, შემდეგ კი მათი კვალი დაიკარგა. შემთხვევის შესახებ უკვე ინფორმირებულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.