ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი სახლი მოიყოლა. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხრა ადამიანი მოყვა მიწის მასის ქვეშ, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. როგორც ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი აცხადებს, შემთხვევა ღამით მოხდა, გამოსწრება ვერავინ მოასწრო. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სამი ცხედარი უკვე იპოვეს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა - რამდენიმე ადამიანს ეძებენ
07 თებ 202408:06
3 წუთის საკითხავი