ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში ძაღლი სანადირო თოფით დაჭრეს.
არსებული ცნობებით, ძაღლმა დაზიანებები რამდენიმე ადგილას მიიღო, ხოლო ოპერაციის ჩატარების შემდეგ, ის ამ დრომდე, კლინიკაში რჩება.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.