logo
ENG



ბაჩალიაშვილი პოლიტიკური თავშესაფრით იყო დაინტერესებული - ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი

16 აგვ 202023:03
3 წუთის საკითხავი
clock 975
ბაჩალიაშვილი პოლიტიკური თავშესაფრით იყო დაინტერესებული - ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი

თამარ ბაჩალიაშვილი ნორვეგიაში პოლიტიკური თავშესაფრით იყო დაინტერესებული, - ამის შესახებ გადაცემა "მთავარ აქცენტებში", ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს, ნორვეგიის მოქალაქემ, თეონა ყურუამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბაჩალიაშვილი მას პირველად იანვარში, სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა. ყურუას თქმით, პროგრამისტი ჯერ ნორვეგიაში სწავლის პირობებით დაინტერესდა, შემდეგ კი, ჰკითხა, რა იყო საჭირო პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად.

„მითხრა, რომ სურდა სწავლის მაგისტრატურაზე გაგრძელება და მკითხა, როგორი სიტუაცია იყო, როგორ ხდებოდა ზოგადად ნორვეგიაში საბუთების შეტანა და ასე შემდეგ. მე ვუთხარი რომ არ ვფლობდი ინფორმაციას სტუდენტურ ვიზებთან დაკავშირებით, თუმცა შემეძლო ეს ინფორმაცია მომეპოვებინა. რამოდენიმე ხნის შემდეგ, ისევ messenger-ის საშუალებით შემომეხმიანა და მკითხა, გავარკვიე თუ არა რამე. მე მოვუბოდიშე და ვუთხარი, რომ ვერ მოვახერხე ინფორმაციის მოძიება მისთვის, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა. ამის საუბრის შემდეგ, მან მოაყოლა კითხვა - თუ იცი როგორ ხდება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა ნორვეგიაშიო. პოლიტიკურ თავშესაფარში რას გულისხმობდა არ ვიცი, რადგან მას ჩემთან კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, მხოლოდ დამიდასტურა ის, რომ მას საკმაოდ კარგი საფუძველი და მიზეზი ჰქონდა ამისთვის და ფლობდა საკმაოდ კარგ დამადასტურებელ საბუთებს იმისთვის, რომ საქართველო დაეტოვებინა და თავშესაფარი ეთხოვა. მას უნდოდა წასულიყო ისეთ ქვეყანაში, საიდანაც უკან არ გაუშვებდნენ რადგან მითხრა, რომ უკან დაბრუნებას ვერ შეძლებდა“, - განაცხადა თეონა ყურუამ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 29 ივლისს საქმე შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.


close დახურვა