logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა: რევერანსების დრო დასრულდა, მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები

17 აგვ 202018:35
3 წუთის საკითხავი
 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გენერალურ პროკურატურაში მივიდნენ. ისინი უწყების ხელმძღვანელს, ირაკლი შოთაძეს ხვდებიან. 

გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, მოკლე კომენტარი გააკეთა. 

"დღეს ჩემი შვილის გარდაცვალებიდან 1 თვე შესრულდა და რევერანსების დრო დასრულდა. აღარ ვაპირებ რევერანსებით ლაპარაკს. მაქსიმალურად რადიკალური ვიქნები", - განაცხადა თამაზაშვილმა. 

ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. ოჯახი გენერალურ პროკურორს ენდობა, თუმცა ამბობს, რომ თუ ოჯახი უწყების მუშაობაში ეჭვს შეიტანს, მაშინ ისინი პროკურატურის მიმართაც შეცვლიან დამოკიდებულებას. 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს

 


close დახურვა