logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა გამოძიებაზე: უნდათ, რომ გაგვტეხონ და თვითმკვლელობა ვაღიაროთ

13 აგვ 202014:23
3 წუთის საკითხავი
 
fw91bwso6rnb68h.jpg

„ჩვენი უწყებაში დაბარებების მიზანი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, რომ გაგვტეხონ, შევეშვათ ამ საქმეს და ვაღიაროთ თვითმკვლელობა“, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ის გამოძების მიმდინარეობით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ საქმეში FBI-ს ჩართვა სწრაფად უნდა მოხდეს.

„ისევ გამიჩნდა გამოძიებისადმი ეჭვები. უამრავი მასალა აქვთ დასათვალიერებელი და ეტყობა, მარტო ვერ ართმევენ თავს, ამიტომ FBI-ს ჩართვის საჭიროებას ვხედავ აუცილებლად. ხვალ ვაპირებ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას, რომ გავიგო, როდის მოხდება FBI-ს ჩართვა“, - აღნიშნა თამაზაშვილმა.

მან ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც გუშინ გაიხსნა და აღნიშნა, რომ ინფორმაციები მიზანმიმართულად არის წაშლილი.

„გჯერათ, რომ პროგრამისტი WhatsApp-ით არ ისარგებლებდა 1 თვის განმავლობაში? ზუსტად ის ჩანაწერი არ არის, რაც მაინტერესებდა 11-ის 15 წუთზე, 18 რიცხვში. წინა დღეებიც არის წაშლილი სპეციალურად, სადაც ინახებოდა ინფორმაცია. ალბათ განზრახ არის წაშლილი, ვინც აფარებს ხელს და ვინც არის ამის მონაწილე, სავარაუდოდ, დიდი რანგის ადამიანია, რომელიც ამ ყველაფერს ახერხებს, თორემ ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ მოახერხებდა“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

რაც შეეხება სამძებრო სამუშაოებს, თამაზაშვილის თქმით, გამომძიებლებმა უთხრეს, რომ იმ ადგილის დრონით დათვალიერებას, სადაც ავტომობილი აღმოჩნდა, თავადაც 22 ივლისს აპირებდნენ, თუმცა მწყემსმა დაასწროთ.

„ის კვადრატი თურმე გამოტოვებული ჰქონდათ  და იმ დღეს უნდა ენახათ, როცა მწყემსმა იპოვა იმ დღეს. თურმე მწყემსმა დაასწრო, მწყემსი ყოფილა მაგათთან გამომძიებელი და უფრო მნიშვნელოვანი ფიგურანტი, ვიდრე ვერტმფრენი და დრონი“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს


close დახურვა