ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ირწმუნება, რომ 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია, აცხადებს, რომ მისი Facebook-გვერდის გატეხას ცდილობდნენ.
ფაქტის ამსახველი ფოტო ლობჟანიძემ ფორმულას გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" წარადგინა.
ამასთან, როგორც ბაჩანა ლობჟანიძემ გადაცემაში აღნიშნა, 23 ივლისს თამარის Instagram-იდან ლობჟანიძეს Unfollow გაუკეთეს, ერთ-ერთ პოსტზე კი ტეგი ჩხსნეს. მისი თქმით, ეს საქმეში ბევრ ეჭვს ბადებს, ვინაიდან ბაჩალიაშვილის Instagram-ზე მის გარეშე შესვლა ვერ მოხერხდბოდა.
"რატომ ხდება ეს, ჩემთვის გაუგებარია. სადღაც 23 ივლისიდან ხდება თამარის Instagram-ზე წვდომა, იქ იშლება ერთ-ერთი ჩემი Tag და ასევე თამარის ანგარიშიდან ჩემს ინსტაგრამზე კეთდება Unfollow. ამის შემდეგ უკვე, როცა ექსპერტიზის ბიუროში ვარ, ხდება მისი Facebook-ის დეაქტივაცია, მაგრამ მთლად დეაქტივირებული არ ყოფილა თავიდან.
იქ აქცენტი კეთდება ჩემზე პირდაპირ. რატომ იშლება ჩემი Tag, მთლიანი პოსტი არ იშლება, ანუ ედითი რომ არის, ეს ყველამ უნდა ნახოს, ვინც თამარის გამომწერია Instagram-ზე. ეს უკვე ბევრ ეჭვებს ბადებს, იმიტომ რომ თამარის ლეპტოპის გავლით მისი ლეპტოპის იქით, ტექნიკურად არანაირი საშუალება არ არსებობს, რომ ვინმეს შეეღწია იქ. ერთადერთი, ვინმემ უნდა იცოდეს თამარის ინსტაგრამის პაროლები", - აცხადებს ბაჩანა ლობჟანიძე.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.