ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით სანამ საჭირო იქნება, - დასავლური სამყაროს მტკიცე გადაწყვეტილება დიდი შვიდეულის სამიტზე. როგორც ჩანს ამერიკული ავიაგამანადგურებელი ეფ 16-ები მალე უკრაინულ შეიარაღებაში გამოჩნდება. სანამ ვოლოდიმირ ზელენსკი ტოკიოში საერთაშორისო მხარდაჭერის აკუმულირებას ახდენს, პრიგოჟინი როგორც ჩანს მორიგი ფეიკ ნიუსის გავრცელებით არის დაკავებული. მან უკვე მერამდენე ვიდეო ჩაწერა, თითქოს ბახმუტი აიღო, თუმცა უკრაინელები ამას უარყოფენ. დიდი უკრაინული კონტრშეტევის მოლოდინში, სწორედ ბახმუტის მიმართულებაა ყველაზე დაძაბული. თუკი ნანგრევებად ქცეული დასახლების ცენტრალურ ნაწილში რუსების უპირატესობა ჩანს, უდავოა ფლანგებიდან უკრაინელების მცირე ტაქტიკური გარღვევები. ომის 451-ე დღე, კონტრშეტევის მოსალოდნელი ვერსიები და ბახმუტის კედლის ისტორია დროებაში.
ბახმუტის კედელი - დროება
21 მაი 202320:16
3 წუთის საკითხავი