დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბელ უოლასმა რუსეთის შესახებ ლაპარაკისას 1853-1856 წლების ყირიმის ომი გაიხსენა და თქვა, რომ შოტლანდიის გვარდიამ 1853 წელს მეფე ნიკოლოზ I გააპანღურა.
"ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ამის ისევ გაკეთება". - თქვა უოლასმა.
ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მეფე ნიკოლოზ პირველს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეადარა.
"მასაც არ ჰყავდა მოკავშირეები ყირიმის ომის დროს. ბრიტანეთის, საფრანგეთის და ოსმალების ძალებმა გაიმარჯვეს. რუსეთი უკმაყოფილო იყო, ვინაიდან ჩანდა, რომ ავსტრიაც მის წინააღმდეგ იქნებოდა. რუსეთის კამპანია ძალიან არაპოპულარული იყო და 2 წლის მანძილზე გაიწელა". - თქვა ბელ უოლასმა.
პასუხად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბენ უოლესის განცხადებას მითოლოგია უწოდა და ბრიტანელ სამხედროებს ურჩია, ისტორია ისწავლონ, რათა თავიანთი სიცოცხლე არ გასწირონ "გაუნათლებელი ბრიტანელი პოლიტიკოსების" სასარგებლოდ.