ბელარუსში მასობრივი აქციების მეათე დღეს პროტესტის მესამე მსხვერპლი დადასტურდა. აქციებისა და გაფიცვების ფონზე ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა მომიტინგის გარდაცვალების ფაქტი. მათივე ვერსიით, 19 წლის ახალგაზრდას აქციების დარბევის დროს მანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა.
ხელისუფლების ქმედებების პროტესტის ნიშნად ბელარუსის ელჩმა სლოვაკეთში პოსტი დატოვა. ესპანეტში ბელარუსმა დიპლომატმა კი მთვრობას ხმების ხელახლა გადათვლა ურჩია.
პარალელურად, იმ ქვეყნების სია, რომლებმაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ ცნო, სულ უფრო იზრდება, მათ შორისაა კანადა, ჩეხეთი და ირლანდია. დასავლეთის კრიტიკის ფონზე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.
დღეიდან, 18 აგვისტოდან ავიაციამ საზღვრებზე პატრულირება დაიწყო. სამხედრო ძალების სრული მზადყოფნის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა და ოპოზიციის მიერ საკოორდინაციო საბჭოს შექმნა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობად შეაფასა.
საერთაშორისო გაერთიანება ბელარუსის კრიზისზე მოლაპარაკებებს ვლადიმერ პუტინთან მართავს. რუსეთის ლიდერს ტელეფონით ელაპარკნენ ემანუელ მაკრონი, შარლ მიშელი და ანგელა მერკელი. ევროპის ლიდერების მთავარი გზავნილი ბელარუსის ხელისუფლებისადმი მშვიდობიანი აქცების მონაწილეებს წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე უარის თქმა, პატიმრების გათავისუფლება და ხალხთან დიალოგის დაწყება იყო.