logo
ENG



ბელარუსმა სვეტლანა ტიხანოვსკაია ძებნილთა სიაში შეიყვანა

16 ოქტ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 
47v0dwlpuu6r39s.jpg

ბელარუსმა ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ძებნილთა სიაში შეიყვანა. REUTERS-ის ინფორმაციით, ტიხანოვსკაიას კონსტიტუციური წესრიგის დამხობას ედავებიან.

RIA-ს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ტიხანოვსკაია ქვეყანაში დაბრუნდება და ბრალი დაუმტკიცდება, მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ტიხანოვსკაია ძებნილთა ბაზაში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 ოქტომბრიდან ჰყავს შეყვანილი.

13 ოქტომბერს ტიხანოვსკაიამ  პრეზიდენტ ლუკაშენკოს 3-პუნქტიანი ულტიმატუმი წაუყენა და გადადგომა, ძალადობის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოსთხოვა. ულტიმატუმის შესრულების ვადა კი 25 ოქტომბრამდე მისცა.

სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსი ოპოზიციონერია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. სწორედ ამ არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვებულად დასახელებას მოჰყვა ფართომასშტაბიანი პროტესტი. ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გაემგზავრა.


close დახურვა