logo
ENG



ბელარუსში 26 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

23 ოქტ 202415:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/23/wgdpgrcluj3p69q.jpg

ბელარუსში 2025 წლის 26 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ალექსანდრ ლუკშენკო უკვე 30 წელია ქვეყნის პრეზიდენტია, რომლის ლეგიტიმურობასაც დასავლური ქვეყნების დიდი ნაწილი არ აღიარებს. 

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულ თარიღს "ოპტიმალური" უწოდა. მისივე თქმით, ეს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსს შეესაბამება. კანონის თანახმად, არჩევნები უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2025 წლის 20 ივლისისა.

ალექსანდრ ლუკაშენკომ ადრე განაცხადა, რომ მონაწილეობას კვლავ აპირებს. ბელარუსის დემოკრატიული ძალები აცხადებენ, რომ ეცდებიან ყველაფერს, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნები არ აღიაროს. ოპოზიციის მხრიდან არჩევნებისთვის მომზადების გამო კი ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ძალაუფლების ხელში ჩაგდების საქმეზე ოქტომბერში სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ბელარუსში მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ლუკაშენკომ ძალის გამოყენებით ჩაახშო. პროტესტის მონაწილეებს აკავებდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და აწამებდნენ. ოპოზიციონერების ნაწილი, რომელმაც ქვეყანა არ დატოვა ან ვერ მოასწრო გაქცევა, ბელარუსის ციხეში მოგონილი ბრალდებებით ჩასვეს.


close დახურვა