ბელგიელმა სამართალდამცველებმა ერთ-ერთ სატვირთო მანქანაში მიგრანტები აღმოაჩინეს. შემთხვევა ანტვერპენის მახლობლად მოხდა.
ადგილზე მისულმა პოლიციელებმა სატვირთო მანქანის საბარგულში, რომელიც მალ-ფუჭებადი პროდუქტების გადასაზიდ სპეციალურ მაცივარს წარმოადგენს, 12 მამაკაცი იპოვეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სირიის 11-ი და სუდანის ერთი მოქალაქე საემიგრაციო სამსახურებს გადასცეს.