logo
ENG



ბელგიელის სოფელი თაგო - დროება

17 ოქტ 202120:33
3 წუთის საკითხავი
 

ზღვის დონიდან 1000 მეტრში, ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელი თაგო მდებარეობს. მისი მცხოვრებლები ცენტრს იმ საბაგირო გზით უკავშირდებიან, რომელიც 1985 წელს აშენდა. კიდევ ერთი უფრო რთული გზა მაღალმთიან რელიეფზე გადის და მისი გადალახვა მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილითაა შესაძლებელი. კიდევ ერთი ლამაზი, მაგრამ მცირეშემოსავლიანი ადგილი საქართველოში. ბელგიელი ჯონას შაიკისთვის კი თაგო ინსპირაციად იქცა. უკვე 4 წელია, რაც აჭარის მთიანეთში ტურისტულ ბიზნეს ავითარებს, კმაყოფილია და პანდემიის დამთავრების პერსპექტივით უფრო დიდ წარმატებას პროგნოზირებს.


close დახურვა