logo
ENG



ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოვა

22 აგვ 202323:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/22/wqpml8j7ozglg7h.jpg

ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, ჰაჯა ლაბიბი საქართველოში ჩამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ის თავად ავრცელებს Twitter-ზე.

"მივემგზავრები ერევანში, თბილისსა და ბაქოში ოთხდღიანი ვიზიტით, რომელიც სავსეა მნიშვნელოვანი შეხვედრებით. [ვიზიტის] მიზანია: ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა და იმ კავშირების გაძლიერება, რომელიც გვაერთიანებს", - წერს მინისტრი.


close დახურვა