logo
ENG



ბენიძე: არის გამონაკლისები, როდესაც დასაშვებ ზღვარს მიღმაა ოლქებში ამომრჩევლების რაოდენობა

24 მაი 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით კონსენსუსისკენ მოუწოდებს პოლიტიკურ სპექტრს არასამთავრობო სექტორი. მათი აზრით, როგორც მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით, ისე სხვა დეტალებთან მიმართებით შეთანხმება ჯანსაღი საარჩევნო კამპანიის წინაპირობა იქნება. 

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი მიხეილ ბენიძე აცხადებს, ოლქების გადანაწილების ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები არ არსებობს.

„ჩვენ მაშინვე მივაქციეთ ყურადღება ოლქების გადანაწილებას და შევხედავთ რამდენად დაცულია ის პრინციპები, რომლებსაც უნდა ექვემდებარებოდეს ოლქების განაწილება, მათ შორის ამომრჩევლების რაოდენობის მიხედვით. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ არის გამონაკლისები, როდესაც დასაშვებ ზღვარს მიღმაა ოლქებში ამომრჩევლების რაოდენობა, თუმცა, უმეტეს ასეთ შემთხვევებში კონკრეტული მიზეზებია - ან ეს არის უმცირესობებით დასახლებული ოლქები, ან არის მაღალმთიანი ოლქები, ან კონკრეტულ რეგიონულ ტერიტორიულ მოწყობას ექცევა ყურადღება. ამდენად, ჩვენ განსაკუთრებულ პრობლემებს ვერ ვხედავთ ოლქების გადანაწილების ნაწილში“, - განაცხადა ბენიძემ.

EMC-ის იურისტი გურო იმნაძე კი მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში. ისეთ გარემოში, სადაც თითოეულ პარტიას ექნება შესაძლებლობა, სრულყოფილად აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო სისტემა მეტ-ნაკლებად საამრთლიანი იყოს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დადებული შეთანხმება შეასრულონ“, - განაცხადა იმნაძემ. 

ეგახსენებთ, რომ „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, თუ როგორ განაწილდება 30 მაჟორიტარული ოლქი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ.

საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.


close დახურვა