logo
ENG



ბეჟან გუნავა პატრიოტთა ალიანსს ტოვებს

14 ივნ 202019:32
3 წუთის საკითხავი
 

ემზარ კვიციანის შემდეგ, პატრიოტთა ალიანსს ბეჟან გუნავაც ტოვებს. მისი განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ აცდენილი იყო საზოგადოების ინტერესებს.

ბეჟან გუნავა ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას „ქართულ არჩევანს“ აყალიბებს, რომელიც, მისი თქმით, საზოგადოების ინტერესებზე იქნება ორიენტირებული. ის „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს.

„პატრიოტთა ალიანსი აცდენილი იყო საზოგადოების ინტერესებს. გამომდინარე აქედან, მივიღეთ გადაწყვეტილება დაგვეფუძნებინა ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის 90%-ს შეადგენენ ახალგაზრდები და რომლის დასახელებაც იქნება „ქართული არჩევანი“. ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება პოლიტიკურ ველზე და ქვეყანაში ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნის. 

პოლიტიკურად პოლარიზებული საზოგადოება ხელს უშლის ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ.

პრობლემების გადაწყვეტის ფორმები იქნება, პირველ რიგში, კონსტრუქციული დიალოგი. პოლიტიკური გუნდები ჩაკეტილები არიან საკუთარ სივრცეში და მხოლოდ პოლიტიკური, მერკანტილური და პარტიკულარული ინტერესებით მოქმედებენ. ჩვენ ეს წრედი უნდა გავარღვიოთ. 

ჩვენ ვიქნებით ყველა იმ პარტიას​თან, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებს ითვალისწინებს. ეს შეიძლება იყოს ქართული ოცნება ან სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია“, - აცხადებს ბეჟან გუნავა. 

კითხვაზე - იქნება თუ არა ემზარ კვიციანი მის გუნდში - ის აცხადებს, რომ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია და პარტიიდან მისი წასვლის შესახებ მედიიდან შეიტყო.

„ემზარ კვიციანი ჩემს გუნდში არ იქნება. მისი პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება მედიით გავიგე. ის დასაფასებელი პიროვნებაა და მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“, - განაცხადა ბეჟან გუნავამ.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პატრიოტთა ალიანსი 12 ივნისს დატოვა


close დახურვა