logo
ENG



ბერძენიშვილი:ერთმა არასდროს უნდა გადაწყვიტოს, რადგან ერთი ყოველთვის სულელურად წყვეტს

26 იან 202022:33
3 წუთის საკითხავი
 

„ერთმა არასდროს უნდა გადაწყვიტოს, რადგან ერთი ყოველთვის სულელურად წყვეტს", - ასე აფასებს "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ერთპარტიულ მმართველობას.

როგორც ბერძენიშვილი გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" აცხადებს, „ქართულ ოცნებას“ აღარ გამოუვა ხალხის დაშინება სააკაშვილის დაბრუნების შესაძლებლობით, რადგან, მისივე თქმით, მოსახლეობა მრავალპარტიული პარლამენტის მომხრეა.

„ლაპარაკი, რომ ჩვენ თუ არა მიშა მოვა, აღარ გაჭრის. ის პირობები უკვე უმნიშვნელოა - თქვენ უნდა წახვიდეთ, ამას ამბობს მსოფლიოც. იქიდან კი არ უნდა ამოვიდეთ, ვინ რას ამბობს. შეიძლება აქვს კიდეც სააკაშვილს სურვილი, რომ იყოს მხოლოდ თვითონ მმართველი, მაგრამ ასე ვეღარ გამოვა. შეუძლებელი იქნება ერთპარტიული მმართველობა - იქნება მრავალპარტიული. ის, რაც ივანიშვილს უბედურება ჰგონია, რეალურად ბედნიერებაა. რადგან ერთმა კაცმა არ უნდა გადაწყვიტოს  - ერთი კაცი სულელურად წყვეტს", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი. 


close დახურვა