სოფო ზურაბიანთან „პოლიტიკის ფორმულაში“ სტუმრობისას ეკა ბესელიამ ისაუბრა ირაკლი კობახიძის ევროპის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად არჩევის შესახებ. მისი თქმით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოს კვოტით იქნა არჩეული და არა მისი პირადი მიღწევების გამო.
„დიდი ზარ-ზეიმი, რომ იყო კობახიძის ვიცე-პრეზიდენტობაზე, ეს არის საქართველოს კვოტა, თედო ჯაფარიძე დიდხანს იყო ვიცე-პრეზიდენტი და არავის არ გამოუცხადებია. ამიტომ კობახიძის პიროვნებას ნურავინ ნუ მიათვლის. სანამ კობახიძე გაერკვევა ევროსაბჭოში რა ხდება, იქამდე ამოეწურება ეს ექვსი თვე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად დღეს აირჩიეს.