logo
ENG



ფარცხალაძე: რუსეთი მტერი არაა

07 ნოე 202612:06
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/07/wzjbom4jk1d6r2j.png

საქართველოში ძებნილმა, რუსეთის ჯაშუშობისთვის აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, "ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდის დამფუძნებელმა" ოთარ ფარცხალაძემ, რომელმაც რამდენიმე წლის წინ რომანოვის გვარიც მიიღო, პრორუს ვალერი კვარაცხელიასთან ინტერვიუში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. 

ფარცხალაძე ინტერვიუში ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ ბოროტი ზრახვები არ აქვს და ქვეყნებს შორის დიალოგის დაწყებაა საჭირო. 

ისაუბრა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენაზე. 

ფარცხალაძის თქმით, რუსეთის პარლამენტში ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებსაც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა სურთ.

ფარცხალაძემ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ილაპარაკა და მას პატრიოტი უწოდა.

"რუსეთთან უნდა დაიწყოს დიალოგი, რუსეთი მტერი არაა. რა თქმა უნდა, რთული იქნება. 9 წელი, რაც იყო, იმათი თარეში. რამაც მიგვიყვანა აქამდე. იქიდან უცებ ავიღოთ და "აბა დაგვიბრუნეთ ოსეთი, აფხაზეთი, ჩქარა" და ვსიო, მოვტრიალდეთ, ეს აღარ მოხდება. ურთულესი ნაბიჯები და ურთულესი გზა ელოდება საქართველოს...

ახლა ამ სიტუაციაში აღარ მაქვს ურთიერთობა არანაირი, აქეთ ვარ მე და... ბატონ ბიძინაზე ვიტყვი ერთს - პატრიოტი ადამიანია და ძალიან ბევრი საქმე გააკეთა საქართველოსთვის.

თუნდაც ის, რომ საქართველო დღეს მონაგავებული არ არის, როგორც უკრაინა, რა დღეშიც უკრაინაა, მაგ დღეში რომ არ ვართ, ქართველმა ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს.

გარდა მაგისა, კიდევ ბევრი რამე აქვს გაკეთებული, ძალიან რთულ პერიოდში მოყვა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ", - თქვა ფარცხალაძემ.


close დახურვა