logo
ENG



ბესელია კობახიძის განცხადებაზე: როდესაც ამ ფრაზებით საუბრობს საკუთარ თავს იხასიათებს

28 მაი 202012:37
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც "გახარიამ გოიმურ ოპოზიციას მასტერკლასი ჩაუტარა, ეკა ბესელია აფასებს. მისი განცხადებით, ეს დეპუტატისთვის შეუფერებელი ლექსიკაა

ბესელიას თქმით, კარგი იქნება თუ ვინმე ურჩევს კობახიძეს მოეშვას ხიბლში ყოფნას და გოიმური ფრაზებით ლაპარაკს.

„მე მგონი ვინმემ უნდა ურჩიოს კობახიძეს, რომ როდესაც ამ ფრაზებით საუბრობს საკუთარ თავს იხასიათებს. შეიძლება მას ძალიან მოწონს, ხიბლშია და ჰგონია, რომ კარგია, როდესაც მის მართლა გოიმურ ფრაზებს იმეორებენ, მაგრამ ცუდია, როდესაც ამ ფრაზებს პარლამენტში რამდენჯერმე იყენებს ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ამ პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, პრემიერის გამოსვლა ირაკლი კობახიძემ დადებითად შეაფასა და თქვა, რომ გახარიამ გოიმურ ოპოზიციას მასტერკლასი ჩაუტარა


close დახურვა