შვედეთის ყოფილი პრემიერის კარლ ბილდტის თქმით, აღმაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილისთვის უარის თქმა დასწრებოდა საკუთარ სასამართლოს.
კარლ ბილდტის თქმით, სტალინის საბჭოთა ეპოქაშიც კი, მოსკოვშიც არ მომხდარა მსგავსი რამ სასამართლოზე.
"ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია, რომ სააკაშვილს უარი ეთქვა იმ უფლებაზეც, რომ დასწრებოდა საკუთარ სასამართლო პროცესს. ცნობილ მოსკოვშიც კი, სტალინის საბჭოთა დღეებში საჩვენებელი სასამართლო პროცესები ასე შორს არ წასულა" - წერს კარლ ბილდტი ტვიტერზე.
It’s indeed outrageous that @SaakashviliM is refused even the right to attend his own trial. Even the famous Moscow show trials in Stalin’s Soviet days didn’t go that far. https://t.co/LBfKTibDxO
გუშინ, 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, მოსამართლემ უარი თქვა, მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად ან ტელეფონით ჩართულიყო. ნინო ელიეშვილის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ამის საშუალება შემდეგ პროცესზე მიეცემა.
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბრების უფლება კვლავ შეზღუდული აქვს.
სასამართლოს დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარი განაცხადა იუსტიციის სამინისტომ. მათი განცხადებით, გადაყვანის დროს "შესაძლოა მომხდარიყო დესტრუქციული ქმედებები 500-600 მანქანის მონაწილეობით".
საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, Amnesty International განაცხადა, რომ ის, რაც სააკაშვილის მიმართ ხდება, არის არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარად პოლიტიკური შურისძიება.