logo
ENG



ბილეთების გაძვირების გამო ჩილეს მოსახლეობამ მეტროსადგურები დაარბია

19 ოქტ 201914:29
3 წუთის საკითხავი
 
t4uqktbu33n53wf.jpg

ჩილეს დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიზეზი მეტროს ბილეთების გაძვირებაა, რომელმაც სანტიაგოში მოსახლეობის უკმაყოფილება და მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები გამოიწვია.

დემონსტრანტებმა, რომელთა შორისაც უმეტესობა სტუდენტები არიან, გადაკეტეს გზები, დაარბიეს მეტროსადგურები და დაწვეს მანქანები. პოლიცია კი მათ შეჩერებას ცრემლმდენი გაზის გამოყენებით ცდილობს.

ჩილეს ხელისუფლებამ პიკის საათებში მეტროს ბილეთები ერთი დოლარით თვის დასაწყისში გაზარდა.


close დახურვა