ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში, ბენქსის ახალი ნახატი გამოჩნდა. ცნობილმა ქუჩის მხარტვარმა მორიგი ნახატი შობის თემას მიუძღვნა. ერთ-ერთ კედელზე მან ირმები დახატა, რომლებიც სანტა კლაუსის მარხილის ნაცვლად , ქუჩაში მდგარ ხის სკამშია ჩაბმული.
საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე მხატვარმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ წვება სკამზე უსახლკარო მამაკაცი. ბენქსის შემოქმედების მოყვარულები მიიჩნევენ, რომ ნახატი ავტორმა უსახლკარო ადამიანების პრობლემებზე ყურადღების გამახვილების მიზნით შექმნა.