logo
ENG



ბიუჯეტის მძარცველები - შაბათის ფორმულა

17 ივნ 202320:39
3 წუთის საკითხავი
 

ბიუჯეტიდან მოპარული მილიონ ნახევარი ლარი - რა მოხდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში და როგორ შეძლო დავით კამლაძემ, რომელსაც ბეჟან წაქაძის ბიურო აბარია, ხალხის ფულის მოპარვა ისე, რომ ნაძარცვმა მილიონ ნახევარ ლარს გადააჭარბა. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ კამლაძე წაქაძის დახმარებით, მოსახლეობის სახელზე არეგისტრირებდა ფიქციურ შპსებს, მათთან ფუჭ ხელშეკრულებებს აფორმებდა, თითქოს სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შეძენის მიზნით, თუმცა მას არც ტრაქტორი, არც კომბაინი და არც პესტიციდები შეუძენია. კამლაძის აფერა ამით არ სრულდება, ფიქციური და უსაქონლო შესყიდვების პარალელურად, ბეჟან წაქაძის მარჯვენა ხელი - სახელმწიფოს შეუძენელი საქონლისთვის დამატებით ღირებულებასაც ახდევინებდა. თაღლითობისთვის და ფულის მოპარვისთვის დავით კამლაძე, ფინანსურმა პოლიციამ 2021 წელს დააკავა. მაშინ მას ბიუჯეტიდან სავარაუდოდ, 300 ათასი ლარის მითვისება ბრალდებოდა, თუმცა დეპუტატმა წაქაძემ ის პრემიერმინისტრის შუამავლობთ ციხიდან 8 თვეში დაიხსნა და ისევ ბიუროს ხელმძღვანელად დანიშნა.მალევე კამლაძემ ქვეყნის ბიუჯეტი მილიონ 500 ათასი ლარით გაძარცვა. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, მას ფინანსური პოლიცია ეძებს, კამლაძემ ქვეყანა დატოვა, თუმცა გაქცევამდე ქონება სხვებზე გადააფორმა.


close დახურვა