logo
ENG



ბიძინა ივანიშვილი დადგა ზურგით დასავლეთის მიმართ - დავით ბერძენიშვილი

11 თებ 202017:04
3 წუთის საკითხავი
 

„ბიძინა ივანიშვილი დადგა ზურგით დასავლეთის მიმართ“ - ასე ეხმაურება აშშ-ის საელჩოს განცხადებას დავით ბერძენიშვილი.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეცოდინებოდა დასავლეთის მხრიდან მსგავსი რეაქციის შესახებ, მაგრამ მთავრობამ მაინც გადადგა მსგავსი ნაბიჯი.

„რეპრესიულ  და პროპაგანდისტულ მანქანას აძლიერებს - ბიძინა ივანიშვილი ასე დადგა ზურგით დასავლეთის მიმართ. შეუძლებელია არ სცოდნოდა, რომ იქნებოდა კრიტიკა. ახლადდანიშნულ ელჩს, ფაქტობრივად, დემონსტრაციულად ჩაუშალა ქართულ პოლიტიკურ წარმომადგენლობასთან პირველი შეხვედრა“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ სტრატეგიულმა პარტნიორმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და კრიზისზე პასუხისმგებლობა დააკისრა ხელისუფლებას.

„საელჩომ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია, მაგრამ უგულავას დაპატიმრებამ დააყენა ეს ეჭვქვეშ. ამით პასუხისმგებლობა დაეკისრა ხელისუფლებას. იქვე არის ნათქვამი, რომ დიალოგისთვის საჭიროა გამჭვირვალე სასამართლო. ეს არის იმის დადასტურება, რომ ხელისუფლებამ შეუქმნა საფრთხე დიალოგს“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საელჩომ გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საელჩო იმედგაცრუებულია განვითარებული მოვლენებით.

 


close დახურვა