logo
ENG



ბიძინა ივანიშვილის ბაობაბები საქართველოშია

30 ოქტ 202308:59
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბაობაბები საქართველოშია - ხეების ტრანსპორტირება ივანიშვილის რეზიდენციისთვის აფრიკიდან ფოთის პორტის გავლით გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ხეების ტრანსპორტირებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. ფოთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე გრიგოლეთის მონაკვეთთან გზა რამდენიმე საათით გადაიკეტა, მგზავრებს შემოვლითი გზით უხდებოდათ სარგებლობა.

ასევე ჩაიხსნა ელექტროსადენები, რის გამოც მოსახლეობას რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ხეების ტრანსპორტირება უპრობლემოდ რომ მომხდარიყო, აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ნიშნებიც მოხსნეს და ხეები გაჩეხეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, როცა ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, სახელმწიფო რესურსი ბიძინა ივანიშვილის "ახირებებისთვის იხარჯება".

"დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე უნდა იყოს იმით დაკავებული, რომ როგორღაც მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, დღეს ის არის დაკავებული კენიიდან მითვისებული ბაობაბების სეირნობით, ეს არის მისი და ქართული ოცნების რეალური სახე", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.


close დახურვა