უკრაინაში მებრძოლი ქართველები ორი რეჟიმის სამიზნე არიან, მოსკოვისა და ივანიშვილის. სუს-ის უფროსის პასუხებით ირკვევა, რომ სწორედ მათ უკავშირდება გამოძიების ინტერესები ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად. ლაპარაკია ივანიშვილის ეგრეთ წოდებული მკვლელობის მომზადების საქმეზე. მსგავსი გამოძიების აღძვრა ქართული ოცნების ჩვეული პრაქტიკაა ყოველი არჩევნების წინ. ამჯერად არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - წინასაარჩევნო პროპაგანდის გარდა რეჟიმს უკრაინაში მებრძოლების დასჯა სურს.