logo
ENG



ბიძინა კოლუმბეგოვი: იმუნურ სისტემას მედიკამენტებით ვერ შევეხებით, ეს გამორიცხულია

19 მარ 202021:44
3 წუთის საკითხავი
 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კოლუმბეგოვი აცხადებს, რომ მოსაზრება, თითქოს კორონავირუსისგან თავის დასაცავად იმუნოსტიმულატორების და სხვა ასეთი ჯგუფის ვიტამინების მიღება სასარგებლოა, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც კოლუმბეგოვმა „ფორმულას“ ეთერში, გადაცემა COVID 19-ში განაცხადა, მსგავსი ტიპის მედიკამენტების გამოყენებამ შესაძლოა, ადამიანს უფრო მეტი ზიანი მოუტანოს, ვიდრე სარგებელი.

„ზოგადად იმუნოსტიმულატორები და იმუნომოდულატორები არ არის მარტივი პრეპარატები. მათ შეიძლება ისეთი ზეჭარბი აქტივაცია მოახდინონ იმუნური სისტემის, რომ უარესი გაუკეთონ ადამიანს, ვიდრე სარგებელი. შესაბამისად, როდესაც რთული კოვიდ 19-ის მიმდინარეობის დროს ადამიანის ორგანიზმში ხდება ციტოკინური და იმუნური შტორმი, ორგანიზმი ცდილობს, რომ დაინვაზირებული ფილტვის უჯრედები გაანადგუროს, რომ ვირუსი არ გავრცელდეს ორგანიზმში, თავდაცვის მექანიზმს რთავს. შესაბამისად, როდესაც ამდენი დაღუპული ორგანიზმი გამოვარდება და სუნთქვაში არ მონაწილეობს, ჟანგბადისა და ნახშიროჟანგის გაცვლაში, აი აქ უკვე იწყება სუნთქვის უკმარისობა. ამიტომ იმუნურ სისტემას ასე მედიკამენტებით ვერ შევეხებით, ეს გამორიცხულია. ზოგადი რეკომენდაციები კი შეგვიძლია მრავალჯერ ვიმეოროთ, ეს არის: სტრესების მინიმალიზება, კვების მოწესრიგება, ძილის დარეგულირება, ჰიგიენის დაცვა და სუფთა ჰაერზე სეირნობა“, - განაცხადა ბიძინა კოლუმბეგოვმა.


close დახურვა