უკრაინაში განცდილი წარუმატებლობების ფონზე, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების მიმართ ინტერესს არ ანელებს. მორიგი მიზანი - ოკუპირებული აფხაზეთის უნიკალური სანაპიროა, სადაც როგორც ჩანს მოთმინებადაკარგული პუტინი, შემორჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, საწადლის მიღწევას ხელის გადაგრეხის პოლიტიკით ცდილობს. ფაქტი მტკივნეულია ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, თუმცა არა ივანიშვილის მთავრობისთვის. მომხდარის შესახებ შედარებით ადეკვატური განცხადება სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ, რასაც, მყისიერად მოჰყვა ღარიბაშვილის მორიგი, ვითომ არ გაღიზიანებისკენ მიმართული რიტორიკა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის გააქტიურებაზე ოკუპირებულ რეგიონში, მაინცდამაინც არც ოპოზიციის დიდ ნაწილის მონდომებას ვხედავთ, არადა, შანსი, რომელსაც ამ ბოლო დროს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ისტორიული რეალობა გვაძლევს, ისევ ხელიდან გვეცლება.
ბიჭვინთა: პუტინის ახირება - დროება
11 სექ 202220:56
3 წუთის საკითხავი