logo
ENG



ბლინკენი: აშშ-ს სჯერა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდეს

15 აპრ 202215:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/15/sd8gfgixb3u2rj8.jpg

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ს სჯერა, რომ  რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდეს.

"კოლეგებთან ერთად შეშფოთება გამოვხატეთ, რომ შესაძლოა კონფლიქტი გაჭიანურდეს, მაგრამ ყველა ჩართული ვიყავით, რომ გადაგვეწყვიტა თუ როგორ უნდა შევაჩეროთ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად," - განაცხადა ბლინკენმა.

ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ომი თვეები ან კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება.  

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მოკლულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ლტოლვილად და დევნილად იქცა 10 მილიონზე მეტი ადამიანი. რუსი ჯარისკაცები სასტიკად უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს.

 


close დახურვა