აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გააორმაგებენ ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად.
"ჩვენ ვიცით საჭიროებები: საჰაერო თავდაცვის სისტემები, არტილერია, საბრძოლო მასალა. ყველა, მათ შორის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, საჭიროების შემთხვევაში, გააორმაგებენ ძალისხმევას იმ რესურსების მოსაძებნად, რაც უკრაინას სჭირდება", - ამბობს ბლინკენი.
ამასთან, ბლინკენი აღნიშნავს, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტის მიღება ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელია.
"ეს იქნება უკრაინისთვის დამატებითი სახსრების ყველაზე უშუალო და მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც დაეხმარება მას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.