logo
ENG



ბლინკენი: აშშ კონგრესთან ერთად მუშაობს, რათა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდეს

05 დეკ 202212:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/05/4f2a0tbou6jd0yo.jpg

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ს ადმინისტრაცია კონგრესთან ერთად მუშაობს, რათა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდეს.

"ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სხვადასხვა ზომებს, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ ზეწოლის გაზრდის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონგრესთან ერთად კანონმდებლობაზე, რომელიც დაგვეხმარება გადავჭრათ ზოგიერთი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორის განმარტებასთან. ვეძებთ - ვმუშაობთ კონგრესთან იმაზე, თუ როგორ წავიდეთ წინ, შედეგამდე", - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

მანამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ ისინი ჯერ არ მიიჩნევენ სასარგებლოდ რუსეთის აღიარებას ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად, მაგრამ მხარს უჭერენ რუსეთზე შემდგომი შეზღუდვების დაწესებას სანქციების და ექსპორტის შეზღუდვების სახით.

23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა კენჭისყრისას მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად ცნობს.

21 ნოემბერს, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია და მისი რეჟიმი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.


close დახურვა